რა მოთხოვნა ჰქონდა გიორგი მარგველაშვილს „ქართულ ოცნებასთან“

რა მოთხოვნა ჰქონდა გიორგი მარგველაშვილს „ქართულ ოცნებასთან“

რეზონანსი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის ერთადერთი მოთხოვნა გაიხსენა, რაც მას „ქართულ ოცნებასთან" პრეზიდენტობამდე ჰქონდა.

მისი თქმით, მას არ სურდა პრეზიდენტობის დროს დაცვა ჰყოლოდა.

„როდესაც საუბარი იყო ჩემს პრეზიდენტობაზე ერთადერთი პირადი მოთხოვნა მქონდა, მე ვიყრი კენჭს, ოღონდ როდესაც ვიქნები პრეზიდენტი, ერთადერთი, დაცვა არ მინდა მყავდეს, ეს იყო ერთდადერთი მოთხოვნა რაც მქონდა „ქართული ოცნების" შიგნით. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ცხოვრებამ ამ დაახლოებით 30-მდე კაცს, დამაკავშირა. მადლობელი ვარ მათი სამსახურის", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი „TV პირველის" ერთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს.