„თქვენთან ვარ მეც, ჯერ ვალმოუხდელი... სწორედაც ამიტომ, ვემსახურები საქართველოს!“

„თქვენთან ვარ მეც, ჯერ ვალმოუხდელი... სწორედაც ამიტომ, ვემსახურები საქართველოს!“

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ომის ვეტერანი დავით თევზაძე, სოციალური ქსელით ულოცავს ვეტერანებს, ვეტერანის დღეს.

„ვეტერანი ლათინური სიტყვაა და ძველ, გამოცდილ მეომარს ნიშნავს... დღევანდელ დღეს გილოცავთ ჩემო ომში დაბრძენებულო და გამობრძმედილო ძმებო! პატივი და ღირსება თქვენ!

ვმადლი უფალს, რომ თქვენთან ერთად ბრძოლა შემაძლებინა და ბედნიერების ის წამი განმაცდევინა, საქართველოსათვის თავგანწირვა რომ ქვია.

დიდება მათ, ვინც სულთა სასუფეველში განისვენებს ვალმოხდილი!

დიდება თქვენც, ვინც ვალისაგან ჯერ არ გაუთავისუფლებია განგებას. თქვენთან ვარ მეც, ჯერ ვალმოუხდელი...

სწორედაც ამიტომ, ვემსახურები საქართველოს...“, - წერს ყოფილი ტავდაცვის მინისტრი.