„უხერხულია, პოლიტიკოსობა გსურდეს და გვარამიას პარტნიორობას ვინ ჩივის, მისი ფეიკ-პროპაგანდის რუპორად ყოფნაზე აწერდე ხელს“

„უხერხულია, პოლიტიკოსობა გსურდეს და გვარამიას პარტნიორობას ვინ ჩივის, მისი ფეიკ-პროპაგანდის რუპორად ყოფნაზე აწერდე ხელს“

პასუხისმგებლობა საქმის კეთებას ნიშნავს, გადაბრალება კი ნაკისრი ვალდებულების თავიდან აცილებას. როცა საქმის კეთების არც უნარი გაქვს და არც სურვილი, მაშინ ასე ცდილობ საკუთარი უმოქმედობის გამართლებას - ან ჭორაობ, ან ცილს წამებ, ან კადრულობ ორივეს ერთად.

ჯერჯერობით, რითაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ „საკრალური თორმეტეულების“ გარდა დაგვამახსოვრა თავი, არის მთავარი „ნაცპარტიული“ ტელევიზიის რესპოდენტობა, რომელიც ხშირად ისე ზის წამყვანებთან, როგორც ქვეშემდგომი ხელმძღვანელობასთან, „საშინაო დავალების“ თანახმად, ცდილობს ყველაფერი დააბრალოს ბიძინა ივანიშვილს და ამ დავალებასაც ვერ ასრულებს ხეირიანად.

„წამყვანი-ხელმძღვანელები“ კი, რაც უფრო მეტს იკადრებს, აქებენ, ხოლო თუ არ მოეწონათ მისი პასუხები, მაშინ ტუქსავენ და უბრაზდებიან.

არ მესმის, რად უნდა უღირდეს ადამიანს ასეთ მდგომარეობაში თავის ჩაყენება. ძალიან უხერხულია, პოლიტიკოსობა გსურდეს და ამ დროს, გვარამიას პარტნიორობბას ვინ ჩივის, მისი ფეიკ-პროპაგანდის რუპორად ყოფნაზე აწერდე ხელს.