დავით ზარდიაშვილი:  არის ხაზარაძეში რაღაც დიდ- ყვარყარისებური!

დავით ზარდიაშვილი:  არის ხაზარაძეში რაღაც დიდ- ყვარყარისებური!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

არის ხაზარაძეში რაღაც დიდ- ყვარყარისებური! იმან ხიდის აშენება ითავა იჯარით, ფულები შეჭამა, გაიქცა და მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა წყალობით "რევოლუციის გმირის" ადგილას ამოყო თავი; თუმცა, ეს დაგეგმილი არ ჰქონდა; სანამ გაერკვეოდა რა ბედი ეწია, შიშისგან ცახცახებდა და ამტკიცებდა - "არ ვარ მე ი კაციო" და "მთელი სოფელი დამემოწმება, ჩემო ბატონო, არაფრის მაქნისი კაცი არ ვარ მეო!"

ესეც პრინციპში თითქმის იგივეს აკეთებს - იჯარით ანაკლიის პორტის მშენებლობა აიღო, საქმე ამანაც დაღუპა, მაგრამ ყვარყვარესგან განსხვავებით ზუსტად იცის სად უნდა გაიქცეს და "პოლიტიკური გმირის" დაფნის გვირგვინით სურს დაგვემალოს!

არეულ-დარეული გარემოებები მასაც ხელს უწყობს, ოღონდ, ყვარყვარეზე გაცილებით გაქექილი და ბევრად უფრო ჭკვიანია: "არაფრის მაქნისობას" არასდროს ჩივა, პირიქით - სწორედაც "მე ვარ ი კაციო!" - სულ ამას იქადნება...თანაც, ყოველ ჯერზე, როცა გმირად და დამლელოვებელ მესიად უნდა გვეჩვენოს, მეტი დამაჯერებლობისთვის თორმეტ მოციქულთა ამალით მოგვევლინება ხოლმე! თორმეტი სხვადასხვა მოციქულით ალბათ თორმეტჯერ აქვს "საკვირველი მოვლინება" განზრახული და ჰგონია, ასე შარავანდედით მოსილ პოლიტიკურ გზასაც განიმზადებს და მაცხონებლადაც, ე.ი. "ახალ ბიძინადაც" კი ეკურთხება! თუ არადა, ანაკლიის პორტის დაღუპულ საქმეს ხომ აღარავინ მოჰკითხავს?!

...ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ვინც ანაკლიის პორტი იჯარით ასაშენებლად მას მისცა, ჯერჯერობით იმას იქით აქვს თავი სამართლებელი და დასამალად სწორედ მას მისდის საქმე!

ძალიან, მეტი რომ არ შეიძლება ისე, უნდა აირიოს ქვეყანა, რომ ეს ნიუ-ყვარყვარე, როგორც მაცხონებელი, თავისი თორმეტჯერ თორმეტი მოციქულით თავში მოჯდეს!

 

amo სამართალი ურმით მოდის და ერთხელაც იქნება მოვა მოულოდნელად.
4 წლის უკან