ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლოს მიმართავენ, ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „ლელოს“ წევრი, იურისტი კახა კოჟორიძე ავრცელებს.
საქმესთან დაკავშირებით, კოჟორიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„რუსთავი 2“-ს მე ვუყურებ ისე, როგორც მშობელი უყურებს შვილს და უნდა, რომ იყოს ბედნიერი და თავისუფალი“ - ეს სიტყვები თქვა დავით დვალმა 2019 წლის 26 ივლისს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ზუსტად ეს განწყობა ჰქონდა აქიმიძეს. მათ უარი თქვეს ხალვაშის შეთავაზებაზე და არ წავიდნენ გარიგებაზე.
პარლამენტში შეხვედრას ვესწრებოდი. მათმა სიტყვებმა და ამ პრინციპულმა დამოკიდებულებამ სამართლებრივი დახმარების სურვილი გამიჩინა. ისინი დააზარალა ორმა ხელისუფლებამ - ერთმა წაართვა „რუსთავი 2“, მეორემ კი მიზანმიმართულად არ გამოიძია და არ დაუბრუნა. მათთან ერთად მთელი საზოგადოება დავზარალდით. 2004 წლიდან გასული იყო 15 წელი და ორი ხელისუფლების გაფუჭებული საქმიდან იურიდიული გამოსავალი არ ჩანდა. შევისწავლე ეს საქმე და სამართლებრივი კუთხით დაუჯერებლად მარტივი გამოსავალი მოვნახე. რამოდენიმე დღეში შევხვდი მათ, ავუხსენი იურიდიულად რა იყო გასაკეთებელი. მათ მოეწონათ ეს გზა და დავიწყეთ მუშაობა... ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარჩელი გამოვიდა, რაც კი ოდესმე დამიწერია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე გამარჯვებით დასრულდება!“, - წერს კოჟორიძე.
მისივე ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით ხვალ, 17 ოქტომბერს პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე ისაუბრებენ.
"შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!"
წარმოსთქვა და საფეთქელში
მიიჭედა ცხელი ტყვია!...
ჩაიკეცა სულთამბრძოლი,
წამლის კვამლში გაეხვია... ამისთანა სიმახინჯის, ამისთანა ანტიქართული მოვლენის წარმოქმნისათვის, რასაც რუსთავი 2 წარმოადგენდა პასუხი უნდა აგოთ ყველამ უმაღლესი სამსჯავროს წინაშე!