რომან გოცირიძე:  ქამრები მოჭერის ნაცვლად, ისე მოუშვეს, რომ მთავრობას უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა

რომან გოცირიძე:  ქამრები მოჭერის ნაცვლად, ისე მოუშვეს, რომ მთავრობას უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა

„ქამრების მოჭერის“ ნაცვლად, ისე მოუშვეს ქამრები, რომ უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა მთავრობას, - ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

მისივე თქმით, შიდა ვალი 400 მილიონი ლარით იზრდება.

„ქვეყანას ახრჩობენ ვალებში. ხარჯებს ზრდიან შიდა ვალის აღების გზით.

შარშან ამ დროს 170 მილიონით გაუზარდეს თბილისის მერიას ხარჯები. დააწკაპუნებს თბილისის მერია ხელს და ნებისმიერი რაოდენობის ფულს აძლევს მთავრობა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის თანხების დამატებას, ჯერ მოგვატყუეს, რომ მოგზაურობებზე სჭირდება და ჩვენ ვთქვით, რომ პირიქით, რაც შეიძლება ნაკლები უნდა მივცეთ უცხოეთში გასასვლელად - რამდენი გავიდა, იმდენი პრობლემა შექმნა. ჟურნალისტური გამოძიებით კი გაირკვა, რომ ფულს აძლევენ იმისთვის, რომ ლილოს ბაზრობაზე იყიდონ ანტიკვარები და შექმნან ორბელიანების სასახლის ბუტაფორია, მე-19 საუკუნის ანტურაჟი,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

tngh ღრმად პატივცემული რ. გოცირიძე XX საუკუნის 90-ანი წლებიდან ისევ ინარჩუნებს პროდუქტების ინფლაციასა და ვალუტის დევალვაციაში ევროპის რეკორდსმენის "საპატიო" ტიტულს...
4 წლის უკან
tngh ღრმად პატივცემული რ. გოცირიძე XX საუკუნის 90-ანი წლებიდან ისევ ინარჩუნებს პროდუქტების ინფლაციასა და ვალუტის დევალვაციაში ევროპის რეკორდსმენის "საპატიო" ტიტულს...
4 წლის უკან
სოციალისტი გაათავისუფლეთ ქალბატონები თურნავა და ცქიტიშვილი და ორივე სამინისტროს მინისტრად დანიშნეთ გოცირიძე, თან ვიცეპრემიერობაც უბოძეთ. ხომ ხედავთ ყველაფერი იცის, თან დიდი გამოცდილების პატრონი კაცია. თქვენც დაისვენებთ და ჩვენც!
4 წლის უკან
tngh კიდევ უკეთესი იქნება, თუ რ. გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობასაც თუ შეითავსებს, ხოლო მისი მოადგილე ყველა ამ თანამდებობაზე თვით "ხუხა" იქნება...
4 წლის უკან
tngh კიდევ უკეთესი იქნება, თუ რ. გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობასაც თუ შეითავსებს, ხოლო მისი მოადგილე ყველა ამ თანამდებობაზე თვით "ხუხა" იქნება...
4 წლის უკან
სოციალისტი გეთანხმები! კიდევ ფინანსტა მინისრობაც მისცენ! მე თანახმა ვარ! )))))))))))))))))))
4 წლის უკან