მელია:  რა უნდა მელიას პარლამენტში, ეს დაახლოებით იგივეა - რა უნდათ ამერიკელებს შავს ზღვაში

მელია:  რა უნდა მელიას პარლამენტში, ეს დაახლოებით იგივეა - რა უნდათ ამერიკელებს შავს ზღვაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პარლამენტში პლენარულ სხდომას ესწრება.

როგორც მან განაცხადა, მას არ გაუფრთხილებია დღეს პროკურატურა პარლამენტში მოსვლის თაობაზე და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას.

"რა უნდა მელიას პარლამენტში, ეს დაახლოებით იგივეა - რა უნდათ ამერიკელებს შავს ზღვაში. დიახაც, აუცილებლად ვივლი მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლი და არა მხოლოდ პარლამენტში, ვივლი იქ, სადაც უნდა განვახორციელო ჩემი უფლებამოსილება: ქუჩაში, სხვადასხვა ქალაქში, რეგიონში და შევხვდები ამომრჩეველს. ამის უფლებას ვერავინ ჩამომართმევს,"- განაცხადა მელიამ.

სოციალისტი დიდებული შეკითხვაა, რა უნდა აშშ-ს შავ ზღვაში, როდის დაავალა ამერიკელმა ხალხმა თავის პოლიტიკურ ელიტას წადით, გაგზავნეთ ფლოტი შავ ზღვაში, საქართვწლოს და უკრაინას მიგვიხედეთო?!
4 წლის უკან