პარლამენტში დეპუტატებმა ერთმანეთზე ხელდახელ გაიწიეს

პარლამენტში დეპუტატებმა ერთმანეთზე ხელდახელ გაიწიეს

საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ვიქტორ ჯაფარიძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის დაწყებამდე მოხდა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ. მედიის წარმომადგენლები საკომიტეტო დარბაზში ინციდენტს იმ დროს შეესწრნენ, როდესაც დეპუტატები ერთმანეთზე იწევდნენ.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამის დაკონკრეტებისგან დეპუტატები თავს იკავებენ.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ინციდენტზე საუბარი არ სურს.