ელენე ხოშტარია:  ასეთი ტიპის უსაფრთხოების სამსახური აღარ უნდა ჰყავდეს ქვეყანას

ელენე ხოშტარია: ასეთი ტიპის უსაფრთხოების სამსახური აღარ უნდა ჰყავდეს ქვეყანას

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას შეფასებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ქვეყნის დემოკრატიულობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი გამოწვევა.

მისი თქმით, სუს-ის მთავარი ფუნქციაა პოლიტიკური ოპონენტების, განსხვავებული აზრის დევნა.

ელენე ხოშტარია აქვე დსძენს, რომ სუს-ის ძალიან ბევრ თანამშორმლებს იცნობს აქციებიდან, რომლებიც ისინი იქ მისულები არიან, ვითომ როგორც სტუდენტები.

„ასეთი ტიპის უსაფრთხოების სამსახური აღარ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, როგორც ადრე კუდი იყო, ახლა სუსია. რეალურად თქვენი მთავარი ფუნქციაა პოლიტიკური ოპონენტების დევნა, განსხვავებული აზრის დევნა. მე ძალიან ბევრ თქვენს თანამშრომელს ვიცნობ აქციებიდან, შეხუმრებულებიც კი ვართ ხოლმე, იმდენად კომიკურია სუსი-ს მოგზავნა, ვითომ როგორც სტუდენტის, ან მანქანა დგას და იქიდან გვიღებს, ხელს ვუქნევ ხოლმე, რომ მოვიკითხო, ნუ წუხდებით, ჩემზე ნუ იხარჯებით, რა ვიცი ტერორიზმის საფრთხეა, და ა.შ. გარდა იმისა, დემოკრატიის კუთხით კატასტროფაა, დადიხართ, აქციებს ებრძვით, ცუდია, ეს შეურაცხყოფს ადამიანებსაც, რომლებსაც ამაზე აცდენთ, როცა ამდენი გამოწვევაა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მალხაზ მაჩალიკაშვილის სავარაუდო ტერორიზმში ჩართულობას ეხებოდა.

„ჩვენ ვნახეთ სუსის ძალიან სერიოზული განცხადება ტერორიზმთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მაჩალიკაშივლის ჩართულობას ამაში, რომელიც იმყოფება რუსთაველზე. ამან დაზაფრა საზოგადოება, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე. ასეთ თემებზე არასერიოზული ან ამდენად პოლიტიზირებული, ან ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები, რომ ტერორიზმთან გვაქვს საქმე და ახსნა და ნაბიჯები არ მოყვებოდეს ამას, გავოგნდი, როგორ შეიძლება ვლაპარაკობდეთ, რომ ტერორისტია რუსთაველზე და ამასთანავე ვერაფერი ვერ გავაკეთოთ“, -აღნიშნა ელენე ხოშტარიამ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, სადაც სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ.

 

 

სოციალისტი ქვეყანას აწი არასოდეს აღარ უნდა ჰყავდეს გოგი ხოშტარიას და ელენე ხოშტარიას ტიპის პოლიტიკური მოღვაწეები!
4 წლის უკან