ლილუაშვილი:  კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება

ლილუაშვილი:  კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება

კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება, – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მის კანდიდატურას განიხილავენ.

ლილუაშვილის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება, რასაც მათ შორის ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკა“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დღემდე მიღწეული წარმატების კვალდაკვალ საჯარო სექტორში კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის პრევენცია რჩება კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის.

თითოეული ცვლილების მიზანია მოხდეს სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ანუ საჯარო მოხელეების, მოსახლეობის ჩართულობა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, თანაგრძნობა დამნაშავისადმი და არა პირიქით. ჩვენ ვცდილობთ, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა განვახორციელოთ ცნობიერების ამაღლების კუთხით და საჯარო მოხელეებს ისე, როგორც მოქალაქეებს გავუჩინოთ განცდას, რომ ისინი მთავარი აქტორები არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების საქმე, ეს არის მთელი მოსახლეობის საქმე“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.