ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. განხილვაში უმცირესობის და უმრავლესობის წევრები მონაწილეობენ. კომიტეტის სხდომას სახალხო დამცველის აპარატის წარმოამდგენლები, თავად ნიგვზიანის მოსახლეობა და მუსლიმანთა მუფტი ჯემალ პაქსაძეც ესწრება. აღნიშნული შეხვედრა ორი დღის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.