11 ოქტომბერს, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან - „ვარდისფერი ოქტომბერი“ დაკავშირებით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის მოწვევით, საერთაშორისოდ აღიარებული რადიოლოგი, მკვლევარი, მამოგრაფიის სწავლების კორპორაციის პრეზიდენტი შვედეთიდან, პროფესორი ლასლო თაბარი საქართველოში იმყოფება.
პაბლო თაბარი საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
ერთი წლის წინ, საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოში ჩაატარა ორდღიან ტრენინგი, სადაც ინტერაქტიული მეთოდით ძუძუს კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი ტენდენციები და მიდგომები განიხილა. ამის შემდეგ, სპეციალურად ეროვნული სკრინიგ ცენტრისთვის მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც საქართველოში ძუძუს სკრინინგის პროგრამას უფრო დახვეწილ მოდელზე გადასვლაში დაეხმარება.
ექსკლუზიურად სკრინინგ ცენტრის ექიმებისთვის მოეწყო ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამება, ცალკეული კლინიკური შემთხვევების განხილვა და ქართველი ექიმების გადამზადება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად.
ეროვნული სკრინინგ ცენტრი უახლესი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვასთან ერთად, განაგრძობს კადრების პროფესიულ გადამზადებას, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდებას.
ლასლო თაბარმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარების თვალსაზრისით მხარდაჭერა აღუთქვა.