უფლებადამცველთა გაერთიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამია ფხაკაძის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. გაერთიანებას დახმარების თხოვნით მათ მიერ გასამართლებულმა პირებმა მიმართეს. მათი მტკიცებით, ჩინჩალაძის და ფხაკაძის მცხეთა-თიანეთის სამხარეო პროკურატურაში მუშაობის დროს ათერულოობით უდანაშაულო ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. უფლებადამცველთა გაერთიანება პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს საქმის მოკვლევას სთხოვს, რადგან ფხაკაძისა და ჩინჩალაძის დაკავება მხოლოდ მათი თანხმობითაა შესაძლებელი.