თბილისის აეროპორტში 23 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში 23 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, 4 ოქტომბერს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის დ.დ.-ს კუთვნილი ბარგის რენტგენო სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 23 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

Katana არ უშველის ამ საქმეს არსებული სსკ-ს მუხლები და წვივები... ერთადერთი, რაც უშველის - თუ მართლა გინდათ, რომ უშველოს - ეგ არის უმკაცრესი კანონების შემოღება, როგორიც არის, ვთქვათ, სინგაპურში, სადაც ნარკოტიკებისათვის სიკვდილით სჯიან... თან, უმეტესწილად, ჩამოხრჩობით - თვალსაჩინო ადგილას!
როცა ზოგს 10 წელს უსჯიან ჩვენთან,ზოგს 7-ს, ზოგს კი, თუ პოპულარული უჯახის წევრი ჰყავს, საერთოდ არაფერს... ეგ არის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის იმიტაცია და ხელისუფლების დისკრედიტაცია!
დამნაშავეს რომ არ ასახელებთ, გასაგებია, მაგრამ საიდან მომავალი თვითმფრივი იყო, ის მაინც თქვით! - ესეც "უდანაშაულობის პრეზუმფციას" ექვემდებარება?!
5 წლის უკან