სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ქსანში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა დაწესებულების შიგნით სიმშვიდეა, რაც შეეხება ციხის მიმდებარე ტერიტორიას იქ პატიმრის ოჯახის წევრები სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ. სუბარმა, აღნიშნა რომ თუ ციხეში შეჭრის მცდელობა ისევ იქნება, საქმეში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩარეთვება. მინისტრმა დღესვე 2 ახალი თანამშრომელი წარადგინა.