საქმეში დევს, ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები

საქმეში დევს, ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები

ნიკა მელიას საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული.

მისივე თქმით, საქმეში დევს, ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენები და ექსპერტიზის დასკვნები.

„დღეს წინასასამართლო სხდომაა, სადაც მხარეები წარადგენენ მტკიცებულებას, რომლის გამოკვლევასაც არსებითი განხილვის დროს აპირებენ. ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს არაერთი მტკიცებულება. მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები“,- განცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის , ერთ- ერთი ლიდერის ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე, მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით, ელექტორნული სამაჯური დაუმაგრდა.

მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.