ზუსტად ვგრძნობ იმ არაკეთილსინდისიერებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ამ პროცესის და კონკრეტულად ჩემს მიმართ - არ ვაპირებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას

 ზუსტად ვგრძნობ იმ არაკეთილსინდისიერებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ამ პროცესის და კონკრეტულად ჩემს მიმართ - არ ვაპირებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას

„თქვენ ბატონო გიორგი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირის პირადი მობილური ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ და საზოგადოებას მოუწოდეთ, მისთვის ნეგატიური მესიჯები მიეწერათ, ისე რომ  არ გიფიქრიათ ამას რა შედეგები შეიძლება მოყვებოდეს.  არ ვაპირებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას"-   ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელ გიორგი მშვენიერაძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს.

„თქვენ ბატონო გიორგი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირის პირადი მობილური ტელეფონი, ხაზს ვუსვამ, პირადი მობილური ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ და საზოგადოებას მოუწოდეთ, მისთვის ნეგატიური მესიჯები მიეწერათ,  ისე რომ  არ გიფიქრიათ ამას რა შედეგები შეიძლება მოყვებოდეს. სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს. ამიტომ, მე ზუსტად ვგრძნობ თქვენს დამოკიდებულებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მაღალი თანამდებობის მიმართ თქვენი  ამ საქციელით. ზუსტად ვგრძნობ იმ კვალიფიკაციას, რომელზეც  თქვენ საუბრობთ ჩემს განათლებასთან მიმართებაში და თუ ეს კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელია, მაშინ ზუსტად ვგრძნობ იმ არაკეთილსინდისიერებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ამ პროცესის მიმართ და კონკრეტულად ჩემს მიმართ. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, საჯაროდ ვაცხადებ და ეს შეგიძლიათ ბატონო პარლამენტარებო თქვენი გადაწყვეტილების დროს მხედველობაში  მიიღოთ, თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ , რომ მე თქვენს ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გავეცი. მე არ ვაპირებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას."

 

 

სოციალისტი საინტერესოა ეს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს საშინელ შეურაცხყოფას აყენებენ, ამცირებენ, ყველაფერ უბედურებას აბრალებენ და ა.შ. რატომ მიმართავენ ერთმანეთს ბატონობით, ვითომ ეს რაა პატივისცემა?! უფრო დაცინვას გავს! ახლა აგერ ამ კაცმა, თავდუმაძემ რატომ მიმართა მშვენიერაძეს, ბატონო გიორგი.... და მერე დანარჩენი. მაგასთან უპრიანი იქნებოდა ასე მიემართა - გიორგი შე უნამუსო მატყუარავ და ... მერე კიდევ თქვენ რომ იცით!
4 წლის უკან