საპენსიო სქემაში დარჩა გაცილებით მეტი ადამიანი ვიდრე მოსალოდნელი იყო. საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ საპენსიო სააგენტომ საზოგადოებას აუხსნა რეფორმის სიკეთეების შესახებ და ამიტომ სქემაში მოსალოდნელზე მეტი ადამიანი დარჩა. ,,ჩვენ ჩავატარეთ საკმაოდ მასშტაბური კამპანია, ყოველ შემთხვევაში იმის ფარგლებში, რა სახსრებიც ჩვენ გაგვაჩნდა. მივდიოდით ყველა დიდ ორგანიზაციაში, პირისპირ ვესაუბრებოდით ხალხს, მქონდა ორასზე მეტი სატელევიზიო გამოსვლა, გამოქვეყნებული იყო 900-ზე მეტი პუბლიკაცია როგორც ბეჭდურ ისე ციფრულ მედიაში, ასევე იყო პირისპირ შეხვედრები მოქალაქეებთან." ლევან სურგულაძის განმარტებით, თითოეულ სქემაშ ჩართულ მოქალაქეს ვისაც გასვლის უფლება ჰქონდა, საკუთარ საპენსიო ანგარიშზე მითითებული ჰქონდა გასვლის თარიღი. ,,არანაირი ინფორმაციული პრობლემა არ ყოფილა, ყველამ ძალიან კარგად იცოდა სადაც იყო, საიდანაც შეეძლო გასვლა და სადაც დარჩა."