1000-მდე მომსახურების გადახდა ონლაინ

1000-მდე მომსახურების გადახდა ონლაინ

ყველა ჩვენგანს თვის განმავლობაში სხვადასხვა ხარჯი გვაქვს, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ისეთი მომსახურებები, როგორებიცაა: მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალური გადასახდები, ინტერნეტი, ტელევიზია თუ ფინანსური სერვისები და სხვა. ამ მომსახურებების გადახდა საკმაოდ ბევრ დროსა და ყურადღებას მოითხოს, რათა რაიმე არ გამოგვრჩეს და გადაუხდელობის გამო, არ აღმოვჩნდეთ, მაგალითად, ტელევიზიის ან ინტერნეტის გარეშე, ან სულაც დავალიანება არ დაგვერიცხოს განვადების ან სესხის ვადაგადაცილების გამო. თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით, უკვე ყველა მნიშვნელოვანი გადასახადის დაფარვა ონლაინ შეგვიძლია, თანაც სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად.

როგორ გადავიხადო ონლაინ?

TBC Pay გთავაზობთ ონლაინ გადახდების ყველაზე სწრაფ და კომფორტულ ონლაინ პლატფორმას. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ბანკის მომხმარებელი ხართ ან სარგებლობთ თუ არა საბანკო ბარათით, თიბისი ფეის ვებგვერდზე თქვენ შეძლებთ გადაიხადოთ პრაქტიკულად ნებისმიერი გადასახადი, დაფაროთ დავალიანება და რაც მთავარია ისარგებლოთ ელექტრონული საფულის მომსახურებით. საფულის ბალანსის შევსება შესაძლებელია როგორც ვებგვერდიდან ბარათით, ისე TBC Pay-ს სწრაფი გადახდის აპარატებიდან, შემდეგ კი შეძლებთ გადაიხადოთ 1000-მდე მომსახურება ვებგვერდიდან ბარათის საკომისიოს გარეშე.

აქ ერთ ვებგვერდზე შესაძლებელია ყველა იმ საჭირო სერვისის გადახდა, რომელსაც თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები იყენებთ, იქნება ეს კომუნალური გადასახადები: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი, დასუფთავება, სატელეკომუნიკაციო მომსახურებები: ტელევიზია, ინტერნეტი, ტელეფონი, ასევე, ფინანსური მომსახურებები: ბანკები, დაზღვევა, მიკროსაფინანსოები და ა.შ.

რატომ უნდა დავრეგისტრირდე?

თიბისი ფეიდან გადახდა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც, თუმცა, როგორც რეგისტრირებული მომხმარებელი, დამატებითი უპირატესობით ისარგებლებთ. ესენია:

  • პირადი პანელიდან გადახდების იტორიის კონტროლი და ნებისმიერ დროს განხორციელებული ტრანზაქციის ქვითრის ამობეჭდვის ან ჩამოტვირთვის შესაძლებლობა;
  • გადახდის შაბლონების შექმნა, რაც თავიდან აგარიდებთ ყოველ გადახდაზე სერვისის კოდის ან იდენტიფიკატორის ხელახლა ჩაწერას. ამასთანავე, შაბლონებიდან შეგეძლებათ ნახოთ რომელიმე სერვისზე დავალიანება ხომ არ ფიქსირდება;
  • ერთი ან რამდენიმე ბარათის მიბმის შესაძლებლობა, რომელი ფუნქციაც ძალიან მოსახერხებელია, როდესაც სარგებლობთ სხვადასხვა ბანკის ანგარიშით. თანაც, ყოველ გადახდაზე ბარათის ნომრისა და ინფორმაციის შეყვანა არ გიწევთ;
  • ხოლო თუ მუდმივად ღელავთ, რომ რომელიმე გადასახადი გამოგრჩებათ, თქვენთვის იდეალური გამოსავალი იქნება დავალიანები შესახებ SMS შეტყობინებების მიღების ფუნქცია. უფრო მეტიც, ასევე, შეგიძლიათ მომსახურების დაშაბლონებისას მონიშნოთ ავტომატური გადახდები და ვებგვერდი თავად იზრუნებს და თქვენი ერთჯერადი დასტურის შემდეგ განახორციელებს გადახდას.

ასე რომ, დარეგისტრირდით TBC Pay-ს ვებგვერდზე, მიიღეთ პერსონალიზირებული მომსახურება და ისარგებლეთ 1000-მდე მომსახურებით ნებისმიერ დროსა და ადგილას.