იტალიის პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა შემცირდება

იტალიის პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა შემცირდება

იტალიის პარლამენტმა ორივე პალატაში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას მისცა ხმა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დეპუტატების რაოდენობა მესამედზე მეტით შემცირდება. მიღებული ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის წევრების რაოდენობა 630-დან 400-მდე შემცირდება, სენატორების კი 315-დან 200-მდე.

კანონმდებლების თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანას დეპუტატების ხელფასებზე დახარჯული ასობით მილიონი ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს. თუმცა ცვლილებების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ დეპუტატების რაოდენობის შემცირება დემოკრატიას შეასუსტებს და ლობისტების გავლენას გააძლიერებს.

პარლამენტის წევრების რაოდენობის შემცირება პარტია „ხუთი ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. პარტიის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის მიხედვით, ცვლილება ქვეყანას 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდი ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.

ახალი კანონი ძალაში შემდეგი არჩევნების შემდეგ შევა, რომლებიც 2023 წელს გაიმართება.

„ხუთი ვარსკვლავის“ და ცენტრისტულ-მემარჯვენე დემოკრატიული პარტიის (PD) ლიდერები კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ აგვისტოში შეთანხმდნენ. ქვეყნის ახალმა მთავრობამ კი ფიცი 5 ოქტომბერს დადო.