ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “2020NEWS” -თან აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე თავს კომიკურ მდგომარეობაში იგდებს.
მისი თქმით, აპელირება იმაზე, რომ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ალბანური კულტურის ნაწილია, არასწორია.
“რაც ახლა მოხდა, დემონსტრირება “სახალხო ზეიმისა“, ეს არის აზერბაიჯანული ხელისუფლების მეტიჩრობა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აზერბაიჯანული ხელისუფლება ამძიმებს საქართველოსთან მუშობას. ეს მეზობელი ქვეყანა ჩვენთან დამოკიდებულებას უაღრესად ამძაფრებს და კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს. მათი ლოგიკით გამოდის, რომ აზერბაიჯანის “ტერიტორიებზე“ არსებული სამონასტრო კომპლექსი არის ალბანური კულტურის ძეგლი, საქართველოს ტერიტორიებზე მდებარე კი ქართული კულტურის ძეგლი, რაც სასაცილოა“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ცნობისთვის, გუშინ დავით გარეჯში სასაზღვრო პოსტი საზეიმო ვითარებაში უწყების ხელმძღვანელი პირების თანდასწრებით გაიხსნ