თამარ მახარობლიძე:  კორუფციის განსაკუთრებით სავალალო შედეგები განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, წარსულში დარჩა

თამარ მახარობლიძე:  კორუფციის განსაკუთრებით სავალალო შედეგები განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, წარსულში დარჩა

კორუფციის განსაკუთრებით სავალალო შედეგები განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, წარსულში დარჩა - წერს სოციალურ ქსელში სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე

თამარ მახარობლიძე მსოფლიო ბანკის მიერ "მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" მორიგი გამოკვლევის  გამოაქვეყნებას ეხმიანება, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის" მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში გამწესდა.

,,ძალიან კარგი სიახლეა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი წამოწყებაა, რომლის შედეგები აღნიშნულ კვლევაში გამოისახა. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველომ ანტიკორუფციული თვალსაზრისით სერიოზულ ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზებად დემოკრატიული რეფორმების გატარებას, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენებას, გამჭვირვალობის დამკვიდრებას და სხვა ბევრს დავასახელებდი. ასევე, გამოვყოფდი სასამართლოს რეფორმას. კორუფციის განსაკუთრებით სავალალო შედეგები განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, წარსულში დარჩა",- განაცხადა თამარ მახარობლიძემ