სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა აღევნილა. წირვის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა იქადაგა. პარტიარქმა ქართული ჯარის დამსახურებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალაზე მნიშვნელოვანი სულიერი ძალაა. ილია მეორემ ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მნიშვნელობაზე იქადაგა და მრევლს როგორც ძირითადი სამი საუნჯის დაცვისკენ მოუწოდა. უწმინდესმა და უნეტარესმა მოსახხლეობას ყაზანის ხატის დღესასწაული მიულოცა და ქადაგების დასასრულს პატრიარქმა თავდაცვის სამინისტროს საჰაერო და სახმელეთო ძალების ნაწილები დალოცა.