ყოფილი ხელისუფლების რევანშისტული ფრთის კიდევ ერთი სიურპრიზი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პორკურატურის ახალ შემადგენლობას.
დაკავებულია ლევან გაჩეჩილაძის შვილი - გაგა გაჩეჩილაძე. ინციდენტი კაფე "გალერიში" მოხდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა.
ჩხუბში, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული კარგად ჩანს როგორ ურტყამს რამდენიმე ადამიანი გაგა გაჩეჩილაძეს. მიუხედავად ამისა ჯგუფურ ცემაში მონაწილე არცერთი პირი დაკავებული არ არის. რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას და აქვს თუ არა ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული? ეჭვებს სხვა ფაქტორებიც აჩენს:
რატომ აღმოჩნდა ვიდეომასალა, რომელიც გამოძიებას უნდა ამოეღო, ჟურნალ "ტაბულას" ხელში? ვისია დაცვის სამსახური, რომელიც თავის ფუნქციებს ამეტებს და ფიზიკურ ანგარისწორებაზე გადადის.
ამის გარდა საუბარია საქმის ზედამხედველ პროკურორზე, რომელიც ადვოკატების მტკიცებით ახალაიებთან დაკავშირებულ ყველა საქმეში ფიგურირებს.
გაგა გაჩეჩილაძე 3 წლის წინ თავად იყო დაჭრილი, თუმცა მაშინ არც ინციდენტის ვიდეო მასალა გავრცელებულა და არც დამნაშავე დასჯილა.