გია მაისაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა დაიკავოს. მაისაშვილის თქმით მისი სურვილის შესახებ ახალ ხელისუფლებას ინფორმაცია აქვს და მხარდაჭერაც არსებობს. იგი კონკრეტული გეგმით აპირებს მუშაობას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის გაზრდას გეგმავს. მაისაშვილის აზრით უნდა გაძლიერდეს აკადემიური სწავლება და უნივერსიტეტის ბაზაზე უნდა შეიქმნას საწარმოები, სადაც სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან.