საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის კაპრალ რეზო ალავერდაშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ. მათ დაღუპული სამხედროს ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.