„ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც მთავრობის გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“

„ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც მთავრობის გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“

საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით ამცირებს. შესაბამისი განცხადება კობა გვენეტაძემ დღეს გააკეთა. გვენეტაძის თქმით, ეს ბანკებს $700 მილიონის რესურსს გამოუთავისუფლებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტებას მოხმარდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ლიბერთი ბანკში.

ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილის, ლევან თხელიძის განმარტებით: „ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ბოლო მონაცემებით ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-ს ფარგლებშია, რაც უდავოდ მთავრობის თანმიმდევრული და გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლარის გაცვლითი კურსი ზედმეტად არის გაუფასურებული. ვფიქრობთ რომ, ამ ფონზე რეგულატორის მიერ დღეს და ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები შეასუსტებს ინფლაციურ წნეხს და ხელს შეუწყობს ლარის კურსის დასტაბილურებას“.