საბერძნეთში მიგრანტებით სავსე ბანაკში ხანძარმა დედა-შვილი იმსხვერპლა

საბერძნეთში მიგრანტებით სავსე ბანაკში ხანძარმა დედა-შვილი იმსხვერპლა

საბერძნეთის კუნძულ ლესბოზე, მორიას ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილ ხანძარს მიგრანტი დედა-შვილი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ბერძნული მედიის ცნობით, ქალი და ბავშვი ცეცხლმოკიდებულ კონტეინერში დაიხოცნენ რომელიც მიგრანტებით გადაჭედილ ბანაკში, თურქეთის მახლობლად მდებარეობს.

ხანძრის ორი კერა კვირას საღამოს გაჩნდა - ერთი მორიას დაკავების ცენტრში, მეორე კი დროებით ბანაკში. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლი ვერტმფრენის დახმარებით ჩააქრეს. პოლიციამ მოგვიანებით ცრემლმდენი გაზი გამოიყენა აბუნტებული მიგრანტების წინააღმდეგ.