უკრაინაში ზელენსკისა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გასაჯაროებას ითხოვენ

უკრაინაში ზელენსკისა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გასაჯაროებას ითხოვენ

უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრების სტენოგრამის გამოქვეყნებას მოითხოვენ. შესაბამისი პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 28 სექტემბერს შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც პეტიციაში წერია, ზელენსკი-პუტინის საუბრების გამოქვეყნების მიზეზი ზელენსკისა და ტრამპის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებული სკანდალის გახდა.

პეტიციას ამ დროისთვის უკვე 5 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს, იმისთვის რომ პეტიცია განიხილონ 90 დღის განმავლობაში მან 25 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.

თეთრი სახლის მეთაურის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გამო დემოკრატიულმა პარტიამ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

ტრამპი ზელენსკის უკრაინაში კომპანია Burisma-ს საქმიანობის გამოძიებას სთხოვდა, რომლის დირექტორთა საბჭოში ხანტერ ბაიდენი შედიოდა, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟი ხანტერი შედიოდა. 2020 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენი ტრამპის კონკურენტად მოიაზრება. იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.