“ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოკერიას კრიტიკას “ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო ქმედებებში” დადანაშაულების შესახებ განცხადებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა :
“მძიმე სანახავია, მოდერნული სახელმწიფოს ერთ-ერთი შემქმნელი შავრაზმელივით რომ ლაპარაკობს,” – წერს სერგო რატიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “მთავარ არხზე” საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას “ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო” ქმედებებში ადანაშაულებს. სააკაშვილის თქმით, ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო “ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”
„ყოველთვის, მთელი ეს წლები აკეთებდა ამას. განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების… ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი უბედურება რაცაა…ყველაფერი, რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია.
600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი. ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია“, – განაცხადა სააკაშვილმა.