“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი გაბაშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოკერიას კრიტიკას “ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო ქმედებებში” დადანაშაულების შესახებ განცხადებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ცინიკური პოსტით გამოეხმაურა :
“ყველაფრის კადრება სირცხვილია. “პატრიოტთა ალიანსის” და “ასავალ- დასავლის” ტყლაპოში თევზაობა სირცხვილია. ფარისევლობა სირცხვილია. სირცხვილია!” – წერს გიორგი გაბაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “მთავარ არხზე” საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას “ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო” ქმედებებში ადანაშაულებს. სააკაშვილის თქმით, ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო “ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”