2020 წლის ბიჯეტის ძირითადი პრინციპია ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები

2020 წლის ბიჯეტის ძირითადი პრინციპია ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები

“ვასრულებთ მუშაობას ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტზე, რომლის საბოლოო განხილვა გვექნება დღეს, რის შემდეგაც ამ ბიჯეტს წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს. ბიუჯეტის პროექტი შრომის შედეგია მთელი გუნდის, მასში ასახულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებსაც ეყრდნობა ჩვენი პოლიტიკური გუნდი. გარდა ამისა, ამ ბიუჯეტის ეფექტიან შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება 2020 წელს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტი, პირველ ყოვლისა, ორიენტირებული მოსახლეობის კეთილდღეობაზეა.

“2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგელობით განმსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიჯეტი. ეს არის ბიუჯეტი მოქალაქის უფრო მეტი შესაძებლობების. ჩვენ ვთვლით, რომ მოქალქეების საჭიროებებზე არის დაყრდნობილი ეს ბიუჯეტი და რაც მთვარია, ის ითვალსიწინებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს. იმ ჯგუფების, რომლეზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ესენი არიან ბავშვები და ჩვენი პენსიონერები, ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზეც ზრუნვის უკიდურესი ვალდებულება ჩვენ გვაქვს . ასევე, რა თქმა უნდა, ამ ბიჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებზე და ჯარისკაცებზე. სწორედ, ამიტომ ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაეების საჭიროებები. ჩვენ ვთლით, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად მაინც უნდა ატაროს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.