“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოკერიას კრიტიკას “ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო ქმედებებში” დადანაშაულების შესახებ განცხადებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ცინიკური პოსტით გამოეხმაურა :
“3. მცნება
არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა
#წერტილი”
აღნიშნულის პოსტის კომენტარში კი სოციალური ქსელის მომხმარებლის საპასუხოდ დასძინა:
“ამ ჩემს და ღმერთს შორიის ფუთკარი ფრინავს, სახელად ბოკერიაო. გიგამ დამაბრკოლაო. კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ. უბრალოდ სირცხვილია”
ცნობისთვის, “მთავარ არხზე” საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას “ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო” ქმედებებში ადანაშაულებს. სააკაშვილის თქმით, ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო “ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”
P.S. დაავიწყდა ეთქვა, რაშიც დიდი წარმატებით შეგნებულად ვუწყობდი ხელს მე თავადოო...!!!