“ღმერთი ხარ კაცო, უბრალოდ ექიმიც ნახე…”

“ღმერთი ხარ კაცო, უბრალოდ ექიმიც ნახე…”

“უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, არაფერი საიდუმლო არაა, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ სამშობლოს ვკარგავ… მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას. მე, ქართველ ხალხთან ერთად – მოდით, გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები.

მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ საქართველოს პატრიოტი, მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, რომელსაც გული შესტკივა იმაზე, რომ ქვეყანა განადგურდა. ” – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხის” გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას “ტაბულას” დაფმუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა:

“ღმერთი ხარ კაცო. უბრალოდ ექიმიც ნახე,” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით სააკაშვილის ინტერვიუს “ტაბულას” დამფუძნებელმა კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა:

“სააკაშვილი რომ ამას როშავს, სააკაშვილი არ არის, ჩერგომ ჯადო გაუკეთა და ალაპარაკებს პირადი ძალაუფლების მოსაპოვებლად!

ეს ვერსია ჯერ არ გაჟღერებულა?” – წერს ჩერგოლეიშვილი.