მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” წევრი კახა მიქაია მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა:
“სააკაშვილის ბოლო ინტერვიუმ ,,მთავარ არხზე,” ჩემი მოლოდინი გაამართლა!
მე დიდი ხანი ველოდებოდი ამ დღეს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მ. სააკაშვილი აუცილებლად დატოვებდა არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას და პირდაღებულს დატოვებდა თანაპარტიელებს, მათ შორის გვარამია – კვესიტაძესაც, არამედ ის დატოვებდა საქართველოს, მეტიც, დედამიწას და საბოლოოდ შექმნიდა ზეციურ პარტიას!!!
დიახ, მეგობრებო, მ. სააკაშვილმა ამ საღამოს, მთავარი არხის ეთერში, დატოვა დედამიწა და ზეცად ამაღლდა ზეციური პარტიის ჩამოსაყალიბებლად და ჩვენ ბოკერიას ამარა დაგვტოვა ამ ცოდვილ დედამიწაზე!!!
იგი ამაღლდა და თან წაიღო ჩვენი ფასეულობები, ტრადიციები და რაც მთავარია, ჩვენი გული თუ გულები, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ამ წლების განმავლობაში ასე ფუჭად ძგერდა მისთვის და მხოლოდ მისთვის!!!
ერთი სიტყვით, მიშამ გვიღალატა და ამ ღალატში ჩვენი ლომის წილია, დიახ, ჩვენ უნდა გვცოდნოდა, რომ მიშა ვერ დაეტეოდა დედამიწაზე, დედამიწა მას არ ეყოფოდა საასპარეზოდ და იგი ბოლოსდაბოლოს გადაინაცვლებდა კოსმოსში თავად უზენაესისთვის კონკურენციის გასაწევად!!!
P.S. ვნახოთ, როგორ დამთავრდება ზეციური არჩევნები!!!
იმედია, მიშა ვარდების რევოლუციას თუ არა, ვარსკვლავების რევოლუციას მაინც მოაწყობს!!!” – წერს მიქაია