დეპუტატი ნიკა მელია ვარაუდობს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე შემდეგი მოწვევის პარლამენტს შეშინებული აივლის. ასეთი დასკვნა მელიამ მდინარაძის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ გააკეთა, სადაც მდინარაძე ამბობდა, რომ „ქართულ ოცნებაზე“ რეალური და გულწრფელი ძალა არ არსებობს და ამომრჩეველმა სწორედ ამიტომ უნდა მისცეს ხმა 2020-ის არჩევნებზე.
„რა ვქნა ამ ტიპზე რასაც ვფიქრობ უნდა დავწერო:
ეს შემდეგი მოწვევის პარლამენტში შეშინებული აივლის და ჩაივლის,ზოგჯერ დაიმალება სხვადასხვა ოთახში.
თუმცა ოპოზიციონერობას ვერც გაუძლებს და სახლში წავა“, - წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.