"600 ეკლესია მაქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატის ტაძარი"

„ჩემ წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი..., - ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა გიგა ბოკერიაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, ქართულ ტრადიციებისა და ქრისტიანობის საწინააღმდეგოა.

„ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ის რაც არის ყველაფერი ქართული და მნიშვნელოვანი, არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის", - განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ კი შეახსენა, რომ მსგავსი ბრალდებები აქვს „ქართულ მარშს", ირმა ინაშვილს, ყველა ანტიდასავლურ ძალას და მეტიც, იგივე ბრალდებები აქვთ მის მიმართაც.

tngh უმძიმესი შემთხვევაა!!! სირცხვილი ყველა ექიმს... ნუთუ არც ერთ მათგანს არ აქვს სურვილი შეასრულოს ჰიპოკრატეს ფიცი???
5 წლის უკან