საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს თვეებში ის ქვეყანაში ჩამოვა. ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა.
კითხვაზე, ჩაჯდება თუ არა ის ციხეში, სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. მისივე თქმით, გამარჯვებას სწორედ ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვებს.
გადაცემის წამყვანი, ეკა კვესიტაძე ჩაეკითხა, თუ როდის ჩამოვა, თუმცა, სააკაშვილი კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი.