მამუკა ხაზარაძის გამდიდრების სქემა – როგორ იშოვა მილიონები და რა საქმე დევს პროკურატურის თაროზე

მამუკა ხაზარაძის გამდიდრების სქემა – როგორ იშოვა მილიონები და რა საქმე დევს პროკურატურის თაროზე

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა პოლიტიკური ამბიციების მქონე ბანკირის, მამუკა ხაზარაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“სქემა, თუ როგორ დააარსა მამუკა ხაზარაძემ ,,თიბისი ბანკი” ხალხისთვის მოპარული ანაბრებით

სისხლის სამართლის საქმე N7400806, რომელსაც პროკურატურაში მტვერი ადევს

1992 წლის 20 აგვისტოს, როცა აფხაზეთში ომი ერთი კვირის დაწყებული იყო, ,,თბილისის ბიზნეს ცენტრის” (TBC) ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ, დავით მაყაშვილის უძრავი ქონების ბირჟამ ,,უტა”, ტელეკომპანია ,,იბერვიზიამ” და ვინმ მოქალაქე კანდელაკის ფირმამ ,,SB” თბილისში ,,საქართველოს სახალხო საინვესტიციო კორპორაცია” დააფუძნეს.

დამფუძნებელ კრებაზე, რომელიც 1992 წლის 24 აგვისტოს გაიმართა, კორპორაციის საწესდებო კაპიტალად 2 მილიარდი მანეთი განისაზღვრა, იმავე წლის 23 დეკემბერს კი შევარდნაძის ხელისუფლებამ ხაზარაძისა და მისი პარტნიორების მიერ დაფუძნებულ კორპორაციას უფლება მიანიჭა, მოსახლეობის საბანკო ანგარიშებზე ინდექსირებული თანხების აკუმულირება მოეხდინა. ეს თანხები, თითქოს, პრივატიზების პროცესში უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ასე და ამრიგად, საქართველოს მოქალაქეების მიერ შემნახველ სალაროებში შეტანილმა ანაბრებმა ხაზარაძის ,,სახალხო საინვესტიციო კორპორაციაში” მოიყარა თავი, რის შემდეგაც აღნიშნულმა კორპორაციამ დააფუძნა ,,თიბისი ბანკი”, რომელიც 1993 წლის 20 იანვარს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურად დაარეგისტრირა.

,,საქართველოს სახალხო საინვესტიციო კორპორაციაში” შემნახველი სალაროებიდან და ნაღდი ანგარიშებიდან აკუმულირებული 64 მილიონ 60 ათასი მანეთი, რომელიც მეანაბრეების კუთვნილება იყო, ხაზარაძის ,,თიბისი ბანკში” იქნა გადამისამართებული, 4 წელიწადში კი, 1997 წლის 23 მარტის ყალბი დადგენილების საფუძველზე, ,,სახალხო საინვესტიციო კორპორაცია” ლიკვიდირებულად გამოცხადდა და მეანაბრეებმა ასეულობით მილიონი მანეთი დაკარგეს.

ხაზარაძის მიერ ,,სახალხო საინვესტიციო კორპორაციის” დაფუძნებისა და შემდეგ ყალბი კრების ოქმით მისი ლიკვიდაციის საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო, თუმცა, საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული.

უმარავ დაზარალებულ მეანაბრეს შორის ერთადერთი გამონაკლისი ვინმე ნანი ანდიაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც 1998 წლის 20 მარტს ,,სახალხო საინვესტიციო კორპორაციის” სალიკვიდაციო ბალანსიდან ,,თიბისი ბანკში” გახსნილ პირად ანგარიშზე 116 ათას 168 ლარი ჩაერიცხა, რის შემდეგაც ეს ქალბატონი ხაზარაძის ბანკის ერთ-ერთი აქციონერი გახდა.

უპრიანი იქნება, საქართველოს დღევანდელმა გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც ხაზარაძეს 11 წლის წინანდელი ფულის გათეთრების საქმე ამოუქექა, 18 წლის წინათ აღძრული სისხლის სამართლის საქმეც, ნომრით 7400806,თაროდან ჩამოიღოს და ერთხელ და სამუდამოდ ცხადყოს, როგორ დადო ლელო ხაზარაძემ ქართველი მეანაბრეების კარში?!” – წერს ხუბუა

Katana . ვააჰ!.. აბა, რატომაა ხალხში ის ვერსია გავრცელებული, თითქოს ეს ანაბრები ვანო ჩხარტიშვილმა მიითვისა?!...
ეს ვარიანტი პირველად მესმის და არავითარ ეჭვს არ იწვევს, რადგამ ამ კონკრეტულ ციფრებს და ფაქტებს ავტორი ვერ მოიგონებდა...
წარმოგიდგენიათ?!.. ამდენი ადამიანის წლობით ნაგროვები, შავი დღისთვის ნაკოწიწები თანხები, თურმე... ხაზარაძეს უფეშქაშა შევარდნაძემ და დატოვა მოსახლეობა პირში ჩალაგამოვლებული!!!
და ახლა, პოლიტიკური ინტერესის გამო ედავებიან ამ ანგელოზივით სუფთა ბანკირს, თორემ სამართლებრივი შემოსადავებელი არაფერი სჭირს, თურმე!...
*
მაგრამ, რატომ იყო ეს საქმე თაროზე შემოდებული?!
რატომ არაფერი ვიცოდით ამის შესახებ დღემდე?!
რატომ აქამდე არავის არ ჰქონდა პრეტენზია ხაზარაძის მიმართ - ხალხისთვის წართმეული ფულით, ისევ ხალხს რომ აძრობდა ტყავს, სამი ათეული წელი?
*
აფსუს, როგორ სახელმწიფოზე ვვოცნებობდით, როცა დამოუკიდებელი საქართველოსთვის ვიბრძოდით და ეს რა გაურკვეველი წარმონაქმნი შეგვრჩა ხელში!..
4 წლის უკან