ვინ არის ძებნილი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა

ვინ არის ძებნილი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის შეწყალებულთა შორის ერთი ძებნილიც არის, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც დაადასტურა. "იმედის კვირის" ინფორმაციით, ეს მსჯავრდებული გელა გოგოლაძეა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და ლონდონში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

გელა გოგოლაძის დედა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მისი შვილის საქმეს პირადად გაეცნო, თუმცა ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ არ იცნობდა მკვლელობისთვის გასამართლებულთა საქმეებს.

პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.