დეპუტატი ეკა ბესელია „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მმართველობის სტილი დღითიდღე შორდება დემოკრატიას.
ბესელას თქმით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება მაშინაც ხდებოდა, როდესაც იგი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო.
„დემოკრატიას დღითიდღე შორდება „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი. დემოკრატიული მმართველობის სტილში არანაირად არ ჯდება ის რეპრესიული პოლიტიკა და ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, არის საბჭოური მეთოდის გადმონაშთი. როდესაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებ დაუშვებელ მეთოდებს, რომელზეც უარს ამბობს, დღეს ცივილიზებული სამყარო. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები იყო და ამის მაგალითები დღესაც არის. ჩანაცვლება ინსტიტუტების და გავლენის მოხდება სახელმწიფოს დამოუკიდებელ ცალკეულ ინსტიტუციებზე მართველი პარტიის და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ეს არის ყველაზე სახიფათო და ყველაზე არადემოკრატიული მოდელი“, - განაცხადა ეკა ბესელია.