„პრეზიდენტის განცხადებას სერიოზულად არ აღვიქვამ... უნდა გაარჩიო ვინ შეიწყალო“,

„პრეზიდენტის განცხადებას სერიოზულად არ აღვიქვამ... უნდა გაარჩიო ვინ შეიწყალო“,

„სიმართლე რომ გითხრა, ამას სერიოზულად არ აღვიქვამ იმდენად რამდენადაც, რა თქმა უნდა, შეწყალება დამნაშავეს ეკუთვნის, მაგრამ დამნაშავეებში უნდა გაარჩიო ვინ შეიწყალო და ვინ - არა", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას უმრაველოსბის დეპუტატი რევაზ არველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით გაკეთებულ ბოლო განცხადებას.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაეროში ვიზიტისას ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეწყალება „არა ანგელოზების, არამედ დამნაშავე პირებისაა".

„გადაწყვეტილება ჩემით მივიღე. შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება. საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ეს არის სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტისვე თქმით, იგი ინიციატივით გამოდის, რათა შეწყალების წესები დაიხვეწოს.

არველაძის თქმით, მექანიზმი რომ სწორად შემუშავდეს, საჭიროა შეწყალება არ გავრცელდეს მძიმე დანაშაულებებზე.

„შევარდნაძეს ჰქონდა შემუშავებული შეწყალების მექანიზმი და გამოიყენოს მანაც. მექანიზმი ასეთი იყო - განსაზღვული იყო დანაშაულებები, რომლებზეც შეწყალება არ ვრცელდებოდა, მაგალითად, განზრახ მკვლელობა, არასრულწლოვანთა გაუპატიურება, ასევე ნარკოტიკების რეალიზაცია. თუ საჭიროა ელენე თევდორაძე ცოცხალია და იმას კითხეთ", - აცხადება არველაძე.