პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის გათავისუფლება შეაფასა. მისი თქმით, გამოძიება არ დასრულებულა, ამიტომ საზოგადოებაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო, შესაბამისად, თუ კითხვები აქვს ვინმეს, ამაზე განმარტებები შესაძლებელია გააკეთოს სასამართლომ და სხვა ინტერპრეტაციები ამას პოლიტიკოსების მხრიდან ვერ ექნება. მეორეც, გათავისუფლებაზე საუბრობთ, გათავისუფლება არის საკმაოდ პირობითი სიტყვა, სინამდვილეში, ეს არის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება და სამართალწარმოება სპეცრაზმელის მიმართ შეწყდა. გამოძიება გრძელდება და აუცილებლად დადგინდება სიმართლე", -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, პარლამენტის წინ აქციის დაშლისას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს