აპირებს თუ არა ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნებას

აპირებს თუ არა ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნებას

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშილი პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს.

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ.

„მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში არის უფრო ახალგაზრდა თაობის დრო, ჩვენი შვილების თაობის. მე ვგულისხმობ ადამიანებს, ვინც 30 წელს მიაღწიეს ან 30-ს გადაცდნენ, გარკვეული წარმატება მოიპოვეს ცხოვრებაში და არიან გულანთებულები. ვფიქრობ, ასეთი ადამიანების დროა პოლიტიკაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა „ტვ პირველთან".

Maverick აბსურდული განცხადებაა!
30 წლის "დაბრძენებულმა" ახალგაზრდამ რა "ბაგაჟით" უნა ააყვავოს ქართული პოლიტკა, როდესაც გადაყვავებული, გადაკრუხებული პოლიტიკოსები კაკანის და ყვა-ყვას მეტს ვერ ქაჩავენ!
5 წლის უკან
ლაზი არ ეკადრება ასეთი სერიოზული იმიჯის (ჯერ ჯერობით) მქონე პიროვნებას ასეთი პათეტიკური ლაპარაკი. რაღაც ძალიან გავს ხაზარძის "ფილოსოფიას". ვის უნახავს 30 წლის ახალგაზრდების დალაგებულად ნამართი ქვეყანა?!
ხაზარაძემ თავის ბანკში უკვე გადააცვა ოპერატორებს წინასაარჩევნო მაისურები, რომლითაც რაგბისტებს და მათ გულშემატკივრებს კვერცხი გაუგორა. იაფფასიანი ტრიუკია მაგრამ გარკვეული შედეგი მაინც ექნება. მალე მათი მშობლებიც ჩაერთვებიან (აბა რა ქნან, როგორია შვილის სამსახურის დაკარგვა) და შეიძლება ფრაქციაც კი შექმნას პარლამენტში, მაგრამ ამას რა როლი აქვს ამ სცენარში ჯერ არ გამოკვეთილა. პიროვნებამ, რომელიც ერთი წლის წინ მთავრობის მეთაური იყო, უფრო წონიანად თუ ვერ საუბრობს, უმჯობესია გააგრძელოს დუმული.
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ჩინელების წყევლაა, ახალგაზრდები გმართავდნენო, ისე, მეორე წყევლაც აქვთ, ფილოსოფოსები გმართავდნენო, ანუ ჩინელების ეს ორივე წყევლა ჩვენ უკვე გავიარეთ, თან სერიოზული დამარცხებებით და ქვეყნისათვის კატასტროფული შედეგებით. ეხლა იმ რეჟიმში ვართ, როგორც ფილმ "ნათლიმამაშია", ვინც პირველი იტყვის რომ ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ქვეყნის სათავეშიო, ის არის ქვეყნის მტერი და უცხო ქვეყნის ემისარი-აგენტი, ან უფრო უარესი, სულელია!!!
ბატონებო არ მისცეთ 50 წლის ქვევით ასაკის მოქალაქეებს ხმა, იაპონელებს აქვთ ასეთი თვისება სერიოზულად არ აღიქვავენ 50 წლის ქვევით ასაკის ადამიანებს და საერთოდ გადახედეთ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების და ზე
სახელმწიფოების ხელმძღვანელებს, რომელიმე არის 50-ის ქვევით?! მაკრონს არ ვგულისხმობ, ეგ პაროდიაა და ფრანგ ერს საერთოდ მომავალი რომ აღარ აქვს ამ ეტაპზე თვითონაც კარგად აცნობიერებენ!!
ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე და ბატონებო არ მისცეთ ხმა 50 წელზე ნაკლები ასაკის მოქალაქეებს, თუ გინდათ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას ახლო მომავალში მშვიდობა და სტაბილური განვითარება არ უწერია. თუ არ მოგბეზრდათ ეს ყველაფერი, აირჩიეთ ახალგაზრდები და ვიაროთ ისევ ამ იდიოტურ წრეზე რომელზეც დავდივართ 30 წელია!!!
5 წლის უკან