გიორგი გახარიამ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა - გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი გახარიამ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა - გიორგი კვირიკაშვილი

“როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება გიორგი გახარია, ამას დრო გვანახებს. რაც შეეხება მის გადადგომას. მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის გაცილებით უფრო კარგად შეინახავდა თავს, რომ გამოსულიყო და ეთქვა... კი, ბატონო, დარწმუნებული ვარ, რომ არავის უთქვამს, რომ თვალში ესროლე ადამიანსო, მაგრამ რადგან მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნება“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „TV პირველთან“ განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 20 ივნისს მიმდინარე აქციის დარბევისა და ახალგაზრდების დასახიჩრების გამო ყოფილ შსს-ს მინისტრს, გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო და თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო.

“მას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგან ეს გადაწყვეტლება მან არ მიიღო, ჩემი აზრით, მან თავის პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი საკუთარი ხელით გაუჩინა. რა თქმა უნდა, ვფირობ, რომ გიორგი გახარიას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

amo გეთანხმებით, რომ გიორგი გახარიამ თავის პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა, მაგრამ კვირიკაშვილო იმას თუ ხვდებით (იმედია ხვდებით, მაგრამ თვალმაქცობთ და არ უფასებთ), რომ მან თავის კარიერაზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესები დააყენა და ქვეყნის მტრებს თავისი არ გაატანინა.
5 წლის უკან