გია აბაშიძე:  გულდასაწყვეტია, როცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გვარამიას მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლის პერსონაჟად ყოფნას თანხმდება

გია აბაშიძე:  გულდასაწყვეტია, როცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გვარამიას მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლის პერსონაჟად ყოფნას თანხმდება

გულდასაწყვეტია, როცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გვარამიას მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლის პერსონაჟად ყოფნას თანხმდება - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

'მთავარ არხად' წოდებული, 'ნაციონალური მოძრაობის' პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, რომ ეკა ბესელიას და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრას თბილისის ერთ-ერთ კაფეში შემთხვევით შეესწრო ამ არხის ჟურნალისტი და რომ ერთწლიანი დუმილი გიორგი კვირიკაშვილმა სწორედ 'მთავართან' დაარღვია.

გულდასაწყვეტია, როცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გვარამიას მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლის პერსონაჟად ყოფნას თანხმდება და დეტექტიურ სიუჟეტს ამოფარებული იწყებს პოლიტიკაზე საუბარს. კვირიკაშვილმა ერთწლიანი დუმილი 'მთავართან' დაარღვიაო, ისეთი ტონით გვამცნო ტელევიზიამ, ეგრევე 'ქალიშვილობის დაკარგვასთან' გამიჩნდა ასოციაცია. ანუ რა გამოდის? კვირიკაშვილს იმ გვარამიასთან 'დაუკარგავს ქალიშვილობა', რომელზეც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამბობდა, კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემო. როგორც ჩანს, აღმოუჩენია გვარამიაში კაცი, რასაც ორივეს ვულოცავ!

კვირიკაშვილმა, როცა პორტირების მანკიერებაზე ლაპარაკობს, საკუთარ თვალში დირეც უნდა დაინახოს. თორემ ალავიძე და ჯანელიძე თუ პორტირებულები არ იყვნენ, მაშინ სხვა 'ნაციონალური მოძრაობის' მმართველობის დროინდელ მოხელეებს რატომ ეკრძალებათ ქვეყნის სამსახურში ყოფნა? სრულიად გაუგებარია და დაუსაბუთებელი სუბიექტივიზმია ასეთი მიდგომა. სხვა დანარჩენს კი, პასუხს ალბათ ცხოვრება გასცემს...