დავით ზარდიაშვილი: სასამართლოა, ჭეშმარიტი ღირებულება -

დავით ზარდიაშვილი: სასამართლოა, ჭეშმარიტი ღირებულება - "მართალი სამართალი", პატივსაცემი ავტორიტეტი კი - მოსამართლე!

სასამართლოა, ჭეშმარიტი ღირებულება - "მართალი სამართალი", პატივსაცემი ავტორიტეტი კი - მოსამართლე! - წერს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.

გიგა ბოკერიამ - "დამოუკიდებელი სასამართლო არ შევქმენით, რადგან სერიოზული მიზნები გვქონდა თქვენგან განსხვავებითო, თუმცა ეს გამართლებად არ მიგვაჩნიაო."

რასაკვირველია, ბოკერიას ეს სიტყვები "აღიარება" არ არის - უბრალოდ, იმდენი ჭკუა კი აქვს, რომ ჯიუტი ფაქტები არ უარჰყოს. სასამართლოს არარსებობა "სერიოზული მიზნებით", რასაკვირველია, ვერ გამართლდება. ესეც კარგად იცის ბოკერიამ, მაგრამ ჭკუაში იმით გვატყუებს, რომ თავიანთ დანაშაულს და ბოროტებას ამ "სერიოზული მიზნებითა" ნიღბავს, სურს დაგვაჯეროს რომ მართლაც "სერიოზული მიზნები" ჰქონდათ და ქოცებისგან განსხვავებით, თურმე დღესაცა აქვთ;

ცხადია, ეს - ე.ი. არაადამიანური ბოროტების შენიღბვა "სერიოზული მიზნებით" ახალი სულაც არ არის; შორს რომ არ წავიდეთ, სოციალ-დემოკრატებმა ხომ სწორედაც "დიადი მიზნისთვის" მოკლეს ილია?!

მერე კი იმ მე-20 საუკუნეში ხომ ტოტალიტარულ სახელმწიფოებსა ჰქონდათ სწორედ ეს -"სერიოზული მიზნები"! ამ "სერიოზულმა მიზნებმა" შეიწირა კიდეც ასეულობით მილიონი ადამიანი....

სტალინი "პროლეტარიატის", ხოლო ჰიტლერი - "გერმანული რასის" მსოფლიო ბატონობისათვის იბრძოდა; მათაც ხომ თავისებურად ესმოდათ რა არის "სიკეთე" და როგორ უნდა შეიქმნას "უკეთესი მსოფლიო"; ბუნებრივია, ბოკერიას და ნაცების "წვრილმანი მიზნები" იმ ე.წ. დიად მიზნებთან შედარებით, ღრმად არასერიოზულია; სასაცილოც კია; ბავშვსაც კი ვერ მოატყუებენ, რადგან მათი "სერიოზული მიზანი" ამ ტერიტორიაზე ბატონობის, თავიანთი განუკითხავი პარპაშისა და "გულავის" გარდა, სხვა არაფერია! ხოლო ეს მიზანი ნეო-ლიბერალური რიტორიკით მართლდება კიდეც და ვინაიდან "დიადი მიზნები" და ავტორიტეტები მიწასთან გაასწორეს ნეო-ლიბერალებმა თუ ნეო-კონებმა, "მასვი, მაჭამე, მალხინეა" - ერთადერთი მათი მიზანი - გინდა სერიოზული უწოდეთ და გინდაც არასერიოზული!

როგორ მიაღწიონ თავიანთ ბატონობას, ეგეც ცნობილია: ჯერ ერთი, უნდა დააჯერონ ხალხი, რომ მათი მიზნები თურმე მართლაც "სერიოზულია"; ვისაც მათი მიზნების 'სერიოზულობაში" ეჭვი შეაქვს - "ბნელეთად" უნდა გამოაცხადონ და თან რუსეთის აგენტობა მიაწებონ მოუცილებად იარლიკად; ამისათვის გარეგნულად ბაძავენ და გაუთავებელი სიმულაციებით "დასავლური ღირებულებების" საცირკო სანახაობებს ყოველდღე დგამენ, ხოლო სინამდვილეში - ყველა ეროვნულ ავტორიტეტს, ინსტიტუტსა თუ ღირებულებას გამუდმებით ძირს უთხრიან;

ერთ-ერთი ნამდვილი და ღრმად ეროვნული ინსტიტუტი - სასამართლოა, ჭეშმარიტი ღირებულება - "მართალი სამართალი", პატივსაცემი ავტორიტეტი კი - მოსამართლე!

ცხადია, ყელაფერს ამას ძირი თავადვე გამოუთხარეს და ახლა, იმასა ცდილობენ, რომ ისევ იმაიმუნონ და სიმულაციური სანახაობა დადგან, თითქოს ამ "მართალი სამართლისა" სწამთ;

გამაოგნებელია - ბევრს აჯერებენ კიდეც, რომ თურმე ნაცებს სამართალზე შესტკივათ გული!

არადა, ნაცების ერთდერთი "სერიოზული მიზანი" ოდენ მაიმუნობაა, ე.ი.: ერთის მხრივ მიბაძვა- სიმულაცია და მეორეს მხრივ - გაბიაბრუება, გაშარჟება, გამასხარავება და ძირის გამოთხრა მართლაც ეროვნული და სერიოზული მიზნებისთვის: ავტორიტეტების, ინსტიტუტებისა თუ ეროვნული ღირებულებებისთვის...