რას აკეთებთ, ტო? კომენტარს არ ვაკეთებ - ვახტანგ გომელაური სპეცრაზმელის გათავისუფლებაზე

რას აკეთებთ, ტო? კომენტარს არ ვაკეთებ - ვახტანგ გომელაური სპეცრაზმელის გათავისუფლებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის გათავისუფლების შესახებ კომენტარის გაკეთებას თავს არიდებს. "არ ვაკეთებ კომენტარს, რა გჭირთ, უკაცრავად, რას აკეთებთ, ტო. არ ვაკეთებ-მეთქი კომენტარს?" - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, გუშინ, 27 სექტემბერს 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღკვეთის ღონიძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ამის მიზეზად კი იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, რასაც ბრალდების მხარე არ იზიარებდა.