ბესელიას და კვირიკაშვილის შეხვედრა „მთავარმა“ დააფიქსირა (ვიდეო)

ბესელიას და კვირიკაშვილის შეხვედრა „მთავარმა“ დააფიქსირა (ვიდეო)

Katana . აუ, რა მაგრები არიან ეს "მთავარხელები"!..
ან როგორ მიაკვლიეს ამ "საიდუმლო მოლაპარაკების" მონაწილეებს, რომელთაც კონსპირაციის ყველა წესის დაცვით, ყოვლად წარმოუდგენელ ადგილას - ხალხმრავალ კაფეში გადაუწყვეტიათ შეხვედრა?.. ან როგორ იცნეს?.. არადა, როგორც კი თავისი მახვილი თვალი მოუკრავს ყოფილ რუსთავორელ ჟურნალისტს, ეგრევე აღმოხდა, თურმე: ეგენი თუ ეკა ბესელია და გიორგი კვირიკაშვილი არ იყვნენ, მომჭერით თავიო!..
ახლა, "საიდუმლო მოლაპარაკებებს" რომ აწარმოებდნენ, ამის მიხვედრა უკვე ლოგიკის ამბავია მხოლოდ: ბესელიამ და კვირიკაშვილმა თუ ნიკა გვარამიას არ სთხოვეს ამ შეხვედრის გაშუქება, ე.ი. ეს იყო საიდუმლო შეხვედრა, რომელიც არავის, არავის არ უნდა გაეგო!.. მაგრამ ნურას უკაცრავად, - ყოფილი რუსთავორელები, მომხდარს კი არა, საერთოდ რომ არ მომხდარა, ისეთ რამეებსაც კი წარმატებით აშუქებენ ხოლმე!
4 წლის უკან