თამარ ნიშნიანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
თქვენ გგონიათ ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა ტერიტორიების დაკარგვაა?!
ჩვენი პრობლემა და უკვე უბედურებაც ჩვენი მომავალი თაობის რაღაც ნაწილის გადაგვარებაა, რომელთა მიზეზის 99% წილი ჩვენს, უფროს თაობაზე მოდის. რა მაგალითსაც ვაძლევთ იმის შედეგია ეს.... ყველგან აგრესია, ტვ ეკრანიდან, სოციალურ ქსელში, ქუჩაში თუ პარლამენტში...რითი განვსხვავდებით ამ მკვლელებისგან?!სირცხვილი ჩვენ უგულოებს და თავხედებს, კიდევ ვბედავთ და ჭკუას ვასწავლით ყველას. პოლიტიკოსების ადგილზე დროის უმეტეს ნაწილს ახალგაზრდებთან ურთიერთობას და ხელშეწყობას დავუთმობდი. რეიტინგისთვის ნებისმიერი მეთოდით მებრძოლო მედიავ გამოფხიზლდი(!) ტერიტორიებზე ბევრად მეტს, ადამიანის სახეს და ჩვენს მომავალს ვკარგავთ!!! 51-ე სკოლის ტრაგედია, 14 წლის ბიჭუნას ტრაგედია, 16 წლის ბიჭის ტრაგედია, ვიღუპებით და რა ჯანდაბაზე ვფიქრობთ?!